Tuesday, May 28, 2019

     საწრეო მუშაობა ქართულ ენაში
      
ქედის მუნიციპალიტეტი  სსიპ  სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლა
ქართული ენის წრის  მუშაობის პროგრამა
(2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრი)
წრის დასახელება „ჩვენი ენა ქართული“
კლასი:    III-IV
წრის მუშაობის განრიგი-სამშაბათი, მე-6 გაკვეთილი
დრო:  45 წთ
მოსწავლეთა რაოდენობა-7 მოსწავლე
წრის ხელმძღვანელი : ბულბული ავალიანი
                 
                           წრის მუშაობის მიზნები და ამოცანები:


    წრის მიზანი:  წრის მუშაობის მიზანია  ხელი შეუწყოს ენობრივ-გრამატიკული საშუალებების  გამოყენებას,  თანამშრომლობის უნარების გამომუშავებას. მოტივაციის ამაღლებას, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საპროგრამო მასალის მიხედვით ქართულ ენაში.
     წრის აქტუალობა: საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას,  გაკვეთილზე მიღებული  ცოდნის გაღრმავება-გამტკიცებას რაც მომავალში აუცილებლად  გახდება  სწორად  წერისა და მეტყველების საწინდარი.
    მოსალოდნელი შედეგი:  ვფიქრობ, რომ წრის მუშაობის შედეგად მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ  სწორი ზეპირი და წერითი მეტყველება, განუვითარდებათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, თანამშრომლობის უნარი.      
     წრის მეცადინეობა ხალისიანი და საინტერესორომ  გამოვიდეს   მოსწავლეებს შევთავაზებ მრავალფეროვან,საინტერესო და სახალისო აქტივობებს ანდაზებს,თავსატეხებს.
      რესურსი:    გამოვიყენებ  შემდეგ რესურსებსდაფაცარცითაბახის ფურცლები,
 მაგნიტური დაფაკომპიუტერი, დავალების ბარათები ფერადი წებოვანი ფურცლები,
  შუქნიშნის ბარათებითაბახის ფერადი ფურცლები.


                  

ქართული ენის წრის სამუშაო გეგმა



N
თარიღი
                         თემის დასახელება
ხანგრძლი
ვობა
1
26.02
წრის ჩამოყალიბება.   საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა.
45წთ
2
5.03
არსებითი სახელი.
არსებითი სახელის ბრუნება.
45 წთ
3
19.03
ზმნა.
ზმნის დრო.
45 წთ
4
26.03
ნაცვალსახელი.
45 წთ
5
2.04
ზედსართავი სახელი.
45 წთ
6
16.04
რიცხვითი სახელი.
45 წთ
7
23.04
ანდაზებზე და გამოცანებზე მუშაობა.
45 წთ
8
30.04
ბიოგრაფია და ავტობიოგრაფია.
45 წთ
9
7.05
სინონიმები,ანტონიმები,ბარბარიზმები.
45წთ
10
14.05
გაპიროვნება
45 წთ
11
21.05
სასვენი ნიშნები
45 წთ
12
28.05
ინდივიდუალური მუშაობა.პატარა მოთხრობის დაწერა
45 წთ
13
03.06
შემაჯამებელი სამუშაო.
45 წთ



წრის მოსწავლეთა  სია:
1.       ფარტენაზე ნინა
  1. შაქარაძე მეგი
  2. შაქარაძე ნატალი
  3. შაქარაძე ნინი
  4. ბერიძე ლიზი
  5. გოგუაძე ანნა
  6. ფარტენაძე ლარისა
    საწრეო   მუშაობა   ქართულ ენაში        ქედის მუნიციპალიტეტი    სსიპ    სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლა                                                         



   დღეს ჩატარდა პირველი საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. შეხვედრაზე გავაცანი მოსწავლეებს საწრეო მუშაობის მიზანი. შევარჩიეთ წრის სლოგანი ,,ჩვენი ენა ქართული".
   გავიხსენეთ მეტყველების ნაწილები, შევასრულეთ სავარჯიშოები. შეხვედრა საინტერესო და სახალისო გამოვიდა.





     ჩატარდა მეორე საწრეო შეხვედრა ქართულ ენაში, გავიხსენეთ არსებითი სახელი, არსებითი სახელის ბრუნება, ფუძეკუმშვადი და ფუძეკვეცადი არსებითი სახელის ბრუნება, შევასრულეთ სავარჯიშოები, ვიმუშავეთ ჯგუფურად.
     შეხვედრა ხალისიანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა, ამ შეხვედრაზე მოსწავლეებს განუმტკიცდათ და გაუღრმავდათ მიღებული ცოდნა.




      ჩატარდა მესამე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. გავიხსენეთ და განვამტკიცეთ ცოდნა ზმნის შესახებ.
      შევადგინეთ წინადადებები ზმნის გამოყენებით, კითხვების დასმით მივუთითეთ ზმნის დრო.
      სახალისო  და საინტერესო იყო ჯგუფური მუშაობა.








  ჩავატარე მეოთხე  საწრეო მუშაობა ქართულ ენაში.ვიმუშავეთ ნაცვალსახელზე, განვამტკიცეთ ცოდნა, თუ რა არის ნაცვალსახელი და რის ნაცვლად იხმარება გავარკვიეთ თუ როგორ იცვლება ზმნა პირის მიხედვით. შესაბამისად გავაკეთეთ სავარჯიშოები.




 დღეს ჩატარდა მეხუთე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში.ჩვენი შეხვედრის თემა იყო ,,ზედსართავი სახელი" შევადგინეთ წინადადებები ზედსართავი სახელის გამოყენებით.შემდეგ კი, მოვახდინეთ წინადადებებიდან ზედსართავი სახელის გამოყოფა. შეხვედრა საინტერესო და ხალისიანი იყო.მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა.





  ჩავატარე მეექვსე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. შეხვედრის თემა იყო რიცხვითი სახელი. შევადგინეთ წინადადებები რიცხვითი სახელის გამოყენებით. მოვახდინეთ რაოდენობითი რიცხვითი სახელის შეცვლა რიგობითი რიცხვითი სახელით და პირიქით.შეხვედრაზე მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა რიცხვით სახელზე.






  ჩატარდა  მეშვიდე საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. შეხვედრაზე ვიმუშავეთ ანდაზებზე და გამოცანებზე. შეხვედრა ძალიან სახალისო აღმოჩნდა, რადგან მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს როგორც გამოცანების, ისე ანდაზების წარმოთქმაში.წავიკითხეთ ახალი გამოცანები და ანდაზები,




  ჩავატარე მერვე სამუშაო შეხვედრა ქაღთულ ენაში.შეხვედრის თემა იყო  ,,ბიოგრაფია და ავტობიოგრაფია" შეხვედრის მონაწილე ყველა მოსწავლემ გაიგო რა განსხვავებაა ბიოგრაფიასა და  ავტობიოგრაფიას შორის. წავიკითხეთ ი. გოგებაშვილის ბიოგრაფია. შემდეგ ვიმუშავეთ ავტობიოგრაფიაზე. თითოეულმა წარმოადგინა საკუთარი ავტობიოგრაფია.



ჩავატარეთ საწრეო მუშაობა.შეხვედრის თემა იყო: სინონიმები,ანტონიმები და ბარბარიზმები.მოსწავლეებმა შეასრულეს სავარჯიშოები,რის შედეგად მოხდა მათი ცოდნის დონის გაღრმავება.შეხვედრა საინტერესოდ და ხალისიანად დასრულდა.


ჩვენი შეხვედრის  დროს გავიხსენეთ რა არის ,,გაპიროვნება" შევასრულეთ სავარჯიშო, გამოვყავით გაპიროვნების მაგალითები.შეხვედრის შედეგად ბავშვებს გაუღრმავდათ ცოდნა.


ჩავატარეთ მეთერთმეტე  საწრეო მუშაობა.  შეხვედრის თემა იყო  სასვენი ნიშნები. შეხვედრის დროს ვიმუშავეთ ამ მიმართულებით. შევასრულეთ სავარჯიშოები, რომელიც ითვალისწინებდა სასვენი ნიშნების სწორად დასმას. შეხვედრა სახალისო აღმოჩნდა  თითოეული მოსწავლისათვის.


                                       


  ამ შეხვედრის თემა იყო  ,, მოთხრობის დაწერა". მოსწავლეები მუშაობდნენ ინდივიდუალურად  მოთხრობის დაწერაზე .შემდეგ თითოეულმა გააკეთა პრეზენტაცია და წაიკითხა თავისი დაწერილი მოთხრობა, რაც ბავშვებისათვის ხალისიანი აღმოჩნდა.


 ბოლო შეხვედრაზე გავაკეთე შემაჯამებელი სამუშაო. მოვახდინეთ ჩვენს მიერ საწრეო  მუშაობაზე განხილული  და შესწავლილი თემების ცოდნის შეჯამება გრამატიკულ საკითხებში. 












                  მოსწავლეები და მათი მშობლები ავსებენ კითხვარებს.

No comments:

Post a Comment

      საწრეო   მუშაობა   ქართულ ენაში        ქედის მუნიციპალიტეტი    სსიპ    სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლა ქართული ენის წრის    მუშაო...